გიორგი წერეთელის სამი სიმღერაა წარდგენილი „ოქროს ტალღაზე“ – „ოპა ოპა“, „მოთეთრო ვარდები“ და „თვალებხატულა“. გიორგი და ლოლიტა ახლა ახალ ალბომზე მუშაობენ, რომელსაც მსმენელს მალე წარუდგენენ.
გიორგი წერეთელი:
კარგია, რომ „ოქროს ტალღა“ არსებობს, ხალხს აქვს საშუალება, მისცეს ხმა მისთვის საყვარელ შემსრულებელს, გამამხნევებელია ყველასთვის, ვინც ამ სფეროში მუშაობს, მომღერლისა თუ კომპოზიტორისთვის. წარმატებას ვუსურვებ „ოქროს ტალღას“.
რაც შეეხება ჩვენს სიმღერებს, ხალხმა ისინი შეიყვარა. არა მხოლოდ რადიოში ითხოვდნენ, არამედ ჩვენს საღამოებზეც, მოგეხსენებათ, ჩვენ რესტორანშ ვმუშაობთ. ასევე გვთხოვდნენ ამ სიმღერების ფონოგრამებს მუსიკოსებიც, რადგან მათაც შეესრულებინათ სხვადასხვა ადგილას…
ახალ სიმღერებს წერთ
რა თქმა უნდა. მე დიდი ხანია, არ გავჩერებულვარ. ახლა მესამე ალბომს ვუშვებთ, ყოველ ალბომში, როგორც წესი, 4-5 ჰიტი მაინც არის ხოლმე.
ნინო მურღულია
