გიორგი წიკლაური: „გამარჯვების იმედი როგორ არ მაქვს?!.“

41

გიორგი წიკლაური, სიმღერით „რაცა ვარ, ესა ვარ“ „ოქროს ტალღის“ ნომინანტია. შემსრულებელს გამარჯვების იმედი აქვს და ფიქრობს, რომ მას რეალური შანსი აქვს, მხარდაჭერიდან გამომდინარე, რასაც მეგობრებისა და მსმენელებისგან იღებს.

გიორგი წიკლაური:

გამარჯვების იმედი როგორ არ მაქვს?!. ხალხისგან, ჩემი მეგობრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. როცა ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე, „ოქროს ტალღის“ ხმის მიცემის დაწყებიდან სამი დღე იყო გასული, მეორმოცე ადგილზე ვიყავი. როგორც კი „ფეისბუქზე“ გავაზიარე, მალევე მერვე ადგილზე გადავინაცვლე ინტერნეტგამოკითხვაში. ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიან კარგი კონკურსია. ნაკლები კონცერტი იმართება, მომღერლებს მსმენელთან შეხვედრისა და სიმღერების გაჟღერების საშუალება ხშირად არ გვაქვს და ამ ტიპის კონკურსის არსებობა მისასალმებელია. მგონია, რომ ყველასთვის კარგია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები