LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგობაზე გამართულმა ანრი ჯოხაძის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა (ფოტოები)

176

Ardaidardo.Ge

გიორგობას, 23 ნოემბერს, „ასა ჰოლში“ ხატია შამუგიას ორგანიზებით ანრი ჯოხაძის კონცერტი გაიმართა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა. საღამოს ხატია უძღვებოდა და სოციალურ ქსელშიც ძალიან აქტიური იყო.


ვინც კონცერტს ვერ დაესწრო, „ფეისბუქ“-ლაივის მეშვეობით თითქმის ყველა შესრულებული სიმღერა მოისმინა. მათ შორის ანრის დუეტები დასთან, მაგდასთან და ნინი ბადურაშვილთან. ნინიმ სოლოსიმღერებიც შეასრულა.

მოგვიანებით სოცქსელში უამრავი ფოტო გამოჩნდა, რომლებიც ანრის თაყვანისმცემლებთან ერთად აქვს გადაღებული. თავად მომღერალი საკუთარ კონცერტებს „ხარისხიან აღლარჯვებს“ უწოდებს.

კონცერტს მისი ახლო მეგობრებიც დაესწრნენ, მათ შორის თაკო გაჩეჩილაძე და დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები