LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლობალური დათბობა ლუდს გემოს უცვლის, თანაც უარესობისკენ – დაადგინეს ჩეხმა მეცნიერებმა

133
_131391567_a0d7774cf36604e628447

სიცხისა და მომრავლებული გვალვების გამო ხორბლის შემადგენლობა იცვლება, რაც ლუდის გემოზე ახდენს გავლენას. ასეთ დასკვნამდე ჩეხეთის აკადემიის მეცნიერები გლობალური ცვლილებების შესწავლის შემდეგ მივიდნენ.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გლობალური დათბობის გამო ხორბალი ჩვეულებრივ ვადაზე 20 დღით უფრო ადრე მწიფდება. გარდა ამისა, სიმწიფე ცხელ დღეებს ემთხვევა რაც ალფა-მჟავების ჩამოყალიბებას უშლის ხელს.

ამასთან, ნალექის დეფიციტი და გვალვების მომრავლება მოსავლიანობასაც ამცირებს. 2050 წლისთვის ხორბლის მოსავალი 18%-ით შემცირდება, ხოლო მასში მჟავების დონე – 20-30%-ით.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს. მწარმოებლებმა ხორბალი ისეთ სიმაღლეზე უნდა დარგონ, სადაც ნაკლებად ცხელა. მეორე რეკომენდაცია უფრო გამძლე სახეობებზე გადასვლას და უკეთეს სარწყავ სისტემებს შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები