LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლუკოზამ ბოტოქსზე უარი თქვა (ვიდეო)

49

ნატალია იონოვამ საკუთარ ბლოგში ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის გულშემატკივრებს სილამაზის საიდუმლოს უმხელს. ამჯერად მომღერლის საუბრის თემა ასაკთან ბრძოლა გახდა.

”ქალბატონები დაუფიქრებლად იკეთებენ ბოტოქსს, რათა კანის დაბერება შეაჩერონ. ასეთ ქმედებებს დიდი ხანია ვაკვირდები და მივხვდი, რომ მსგავს საქციელს უკუქჩვენება ახასიათებს – დროთა განმავლობაში კანი უფრო ამობურცული და დაბერებულია, 30 წლის ქალბატონები ისე გამოიყურებიან როგორც 40 წელს გადაცილებულები. დიდხანს ვფიქრობდი ამ პრობლემის შესახებ და მისი მოგვარების გზასაც მივაგენი. მას ”სახის გიმნასტიკას” უწოდებენ. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ სხეულის ვარჯიშთან ერთად კანის ვარჯიშითაც დაკავდეთ.” – განაცხადა მომღერალმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები