LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GM-მა შეამოწმა, რა გავლენას ახდენს საწვავის ხარჯზე გვირგვინი და რქები

68

კონცერნ General Motors-ის ინჟინერებმა გაარკვიეს, რა გავლენას მოახდენს საწვავის ხარჯზე საშობაო მორთულობა. ტესტისთვის ქროსოვერი GMC Terrain Denali აირჩიეს, რომელიც რეალური შედგების მისაღებად აეროდინამიურ გვირაბში, დაბალი სიჩქარით გაატარეს.

ქროსოვერი GMC Terrain აღჭურვილია 252 ცხენის ძალის მქონე ტურბირებული 9 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და ოფციური სრული ამძრავით. ქარხნული მონაცემების თანახმად, ქალაქში მას 11,2 ლიტრი საწვავი სჭირდება, ხოლო ტრასაზე 9 ლიტრი.

General Motors-ის კვლვევის თანახმად, ავტომობილის ირმის რქებისებური მორთულობა აეროდინამიური წინააღმდეგობის კოეფიციენტს სამი პროცენტით ზრდის. ეს კი საწვავის ეკონომიას დაახლოებით 0,5%-ით აუარესებს.სახურავზე მოთავსებული ბაფთა კი კოეფიციენტს 15%-ით ზრდის. საშობაო გვირგვინი რადიატორის ჩარჩოზე არანაირ პარამეტრზე არ ახდენს გავლენას, თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა ძრავის გაგრილებას შეუშალოს ხელი.

ყველაზე დიდ გავლენას საწვავის ხარჯზე ავტომობილის სახურავზე მოთავსებული ნაძვის ხე ახდენს. მისი აეროდინამიკული წინააღმდეგობის კოეფიციენტი 70%-ით იზრდება, საწვავის ხარჯი კი 30%-ით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები