General Motors-მა აშშ-ში დააპატენტა ავტონომიური მართვის სისტემა, რომელიც ახალბედა მძღოლების სასწავლებლადაა განკუთვნილი და ინსტრუქტორსაც არ საჭიროებს. უპილოტოს შეუძლია მოსწავლის უნარები შეაფასოს და რეალურ რეჟიმში ასწავლოს საჭის თუ სამუხრუჭე სისტემის გამოყენება. სწავლის პროცესში „ვირტუალური ინსტრუქტორი“ მომავალ მძღოლს შიგადაშიგ თავისუფლებასაც მიანიჭებს და ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას მისცემს.
ახალი მძღოლებისთვის ასეთი სერვისი ბევრად უფრო ბიუჯეტური იქნება, რადგან პროფესიონალი ინსტრუქტორის დაქირავების აუცილებლობას გამორიცხავს. მოსწავლის წარმატებების შესაფასებლად სპეციალური გადამცემები იქნება დამონტაჟებული და ხელოვნური ინტელექტი ამ საკითხში ყველანაირ შეცდომას გამორიცხავს.
ახალი სისტემის დაპატენტება ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ სასწავლო პროცესში მას აუცილებლად დანერგავენ. თუმცა, მწარმოებელი აღნიშნავს, რომ უნიკალური ტექნოლოგია მძღოლების უნარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა და არა მათ ჩასანაცვლებლად.