LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა კაპანაძე ორ ქალს შორის არჩევანს ვერ აკეთებს: „საით წავიდე, არ ვიცი…“

3147
gochakapanadze20923

რეჟისორი გოჩა კაპანაძე ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არჩევანის შესახებ ჰყვება. როგორც ის ამბობს, ამჟამად მის ცხოვრებაში ორი ქალი არსებობს, რომელთა შორის ძალიან უჭირს არჩევა.

„უკვე ამდენიმე წელია, არსებობს ქალი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს, ოფიციალურ ქორწინებაში ერთხელ უკვე გახლდით, მეტჯერ აღარ ვაპირებ. ჩვენ, ორივეს, სრულიად გვაკმაყოფილებს ასეთი ურთიერთობა, მაგრამ ახლა პანდემიამ შეგვისალა ხელი.

კიდევ ერთი ფაქტი უნდა გაგიმხილოთ და ძალიან გთხოვთ, დონ ჟუანად არ ჩამთვალოთ. რამდენჯერმე ვიყავი აზერბაიჯანში მიწვევით სპექტაკლის დასადგმელად და იქ დავუმეგობრდი ახალგაზრდა ნიჭიერ ლამაზ ქალბატონს, რომელიც ძალიან მიზიდავს. ახლა თითქოს გზაჯვარედინზე ვარ და საით წავიდე, ვერ გამირკვევია. ორივე ძალიან ფასეულია ჩემთვის, დრო და ჩემი გული მიჩვენებს, რა იქნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები