კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი „ოქროს ტალღაზე“ იმღერებს

11 ივნისს, 18:30 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“  უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში გამოავლენს.

წელს, „ფორტუნას“ გადაწყვეტილებით, „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ „ქუინს“ ეძღვნება. შესაბამისი იქნება მუსიკალური ნაწილიც – „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია, რომელიც 2018 წლის ყველაზე პოპულარული ფილმის, „ბოჰემურირაფსოდიის“ ერთ-ერთი მონაწილეა. მან ფილმში ფრედი მერკურის რამდენიმე მუსიკალური პარტია შეასრულა და აღიარებულია, როგორც მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი.

„ოქროს ტალღაზე“ ის „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

kvira.ge