რეზო ბლიაძე: „მინდა, მეტი ჯგუფი მონაწილეობდეს „ოქროს ტალღაში“

„რეზო და ბავშვების“ ვოკალისტი, რეზო ბლიაძე „ოქროს ტალღაზე“ უფრო მეტი ჯგუფის მონაწილეობას მიესალმება. რეზო აღნიშნავს, რომ წუწუნის ნაცვლად მუსიკოსებმა საქმეს უნდა მიხდოს და მსმენელს სიახლეები შესთავაზონ.

რეზო ბლიაძე:

„ოქროს ტალღა“ ძალიან კარგი პროექტია. გადავხედე მონაწილეებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მუსიკაში ბევრი რამ არ კეთდება. ვისურვებდი, უფრო მეტი მონაწილე ყოფილიყო, განსაკუთრებით ალტერნატიული თუ პოპჯგუფები. წუწუნი, რომ მაინც არაფერი ხდება და რატომ უნდა გავაკეთოთ რამე, არასწორია, რადგან ყველაფერიც ხდება, მთავარია, მსმენელს სიახლე შესთავაზო. მონაწილეებს შორის ბევრი ქალაქურის შემსრულებელია და როგორც ჩანს, ისინი მუშაობენ (იღიმის).

რაც შეეხება ჩვენს სიმღერას, ემოციურია, ტექსტიც და მელოდიაც მე მეკუთვნის, არანჟირება მე და ლელო ხოტივარს გვეკუთვნის, სიმღერის ბალანსი და მასტერინგი: გიორგი გვარჯალაძეს. კლიპიც გადავიღეთ და 50 000-ს ასცდა უკვე ნახვები.

მოკლედ, ველოდებით „ოქროს ტალღას“. ვნახოთ, რა იქნება (იღიმის).

„ოქროს ტალღის” გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“,  ინტერნეტსპონსორია დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” და  სპონსორი ავეჯის ცენტრი „პანორმა და კლასიკა“.