შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ 2018 წლის ლეგენდარული „ქუინის“ და მათი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვის წელია. ბრწყინვალე მუსიკალური ჯგუფის „ქუინის“ შესახებ გადაღებულმა ფილმმა „ბოჰემური რაფსოდია“ ყველა დაჯილდოების ცერემონიალი მოიცვა, ფრედი მერკურის განსახიერებისთვის კი რამი მალეკმა ყველა შესაძლო ჯილდოს გამოჰკრა ხელი, მათ შორის ნებისმიერი მსახიობისთვის სანატრელ „ოქროს გლობუსს“ და ასევე ამერიკული კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოს, „ოსკარს“, როგორც საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა.

თუკი რამი მალეკმა ფრედი მერკურის სახება კინოში შექმნა, იგივე მუსიკაში კანადელმა ვოკალისტმა, მარკ მარტელმა მოახერხა. „ქუინის“ დრამერმა, როჯერ ტეილორმა მისი პირველად მოსმენის შემდეგ თქვა: „მარკ მარტელის მოსმენისას თვალებს თუ დახუჭავთ, თვალწინ ფრედი მერკური წარმოგიდგებათ“. სწორედ ამიტომაც მიიწვიეს „ბოჰემური რაფსოდიის“ გასახმოვანებლად, მის მუსიკალურ ნაწილში ადამიანი, რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდის ფრედი მერკურის არცთუ იოლად შესასრულებელი კომპოზიციების წარდგენა მსმენელისთვის ისე, რომ ამ უკანასკნელს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება არ გაუჩნდეს. რასაკვირველია, ფრედი მერკურის ვოკალურ შესაძლებლობებს ვერავინ დაეწევა, თუმცა „ქუინის“ რეპერტუარს საუკეთესოდ მსოფლიოში სწორედ მარკ მარტელი ირგებს.

ეს მოსაზრება, პირველ რიგში, სწორედ „ქუინის“ წევრებს, ბრაიან მეის და როჯერ ტეილორს გაუჩნდათ. სწორედ ამიტომ შეარჩიეს უამრავ პრეტენდენტს შორის უპირობოდ მარკ მარტელი, როცა პროექტისთვის „ქუინ ექსტრავაგანზა“ სოლისტს ეძებდნენ.

ფაქტები, რომლებიც უნდა იცოდეთ მარკ მარტელის შესახებ:

1999-2013 წლამდე იყო ჯგუფის Downhere წევრი, რომლებთან ერთადაც, სხვადასხვა კომპოზიციისთვის, 5-ჯერ იყო დაჯილდოებული Juno Awards-ით.

მარკ მარტელის ვიდეოები სხვადასხვა არხზე, მათ შორის, „იუთუბსა“ და „ფეისბუქზე“, 85-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.

იყო სტუმარი სხვადასხვა პოპულარული ამერიკული შოუსი, მათ შორისაა American Idol (სადაც „ქუინთან“ ერთად გამოვიდა) და ელენ დეჯენერესის შოუ.

2016 წელს ერთ-ერთ კანადურ არხზე სელინ დიონის წინაშე მისივე მიწვვეით წარდგა და მომღერლის სრული აღფრთოვანება დაიმსახურა.

საქართველოში „ბოჰემური რაფსოდია“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. საქართველოს კინოთეატრებში ფილმი „ქუინის“ შესახებ დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა და ის უამრავმა ადამიანმა ნახა. კინოთეატრებში მისი პრემიერა რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წარადგინა.

რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წლევანდელი „ოქროს ტალღა“ – წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია „ქუინს“ მიეძღვნება, მარკ მარტელი კი ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება და ქართველი მსმენელი პირველად მოისმენს მუსიკოსს, რომელიც ფრედი მერკურის საუკეთესო მუსიკალურ განსახიერებად არის აღიარებული.

„ოქროს ტალღა 2019“ 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. გამარჯვებულები კი 15 კატეგორიაში გამოვლინდებიან.

„ოქროს ტალღის” წარმდგენია „ლიდერ ფუდი“. პარტნიორები: ოფიციალური ავიაგადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“, ბალნეოლოგიური კურორტი თბილისი სპა. საინფორმაციო მხარდამჭერი “რუსთავი 2“.

 

კატეგორიები: სიახლეები

მსგავსი თემები