სა­ქარ­თვე­ლო­ში „გრე­მის“ ორგზის მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი ვო­კა­ლის­ტი, ლიზა ფი­შე­რი ჩა­მო­ვი­და. ლიზა ფი­შე­რი წელს, რა­დიო ჰოლ­დინგ ”ფორ­ტუ­ნას“ ყო­ველ­წლი­უ­რი პრო­ექ­ტის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის – „ოქ­როს ტალ­ღის“ სა­პა­ტიო სტუ­მა­რია.

ამე­რი­კე­ლი ვო­კა­ლის­ტის თვითმფრი­ნა­ვი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში გუ­შინ, 16:00 სა­ათ­ზე და­ეშ­ვა. მას რა­დიო ჰოლ­დინგ „ფორ­ტუ­ნას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თა­მარ ჩი­გო­გი­ძე და მა­ესტრო ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი დახ­ვდნენ, დღეს კი, ისი­ნი ერ­თობ­ლი­ვად გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ას გა­ივ­ლი­ან.

უამ­რა­ვი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, ამე­რი­კე­ლი ვო­კა­ლის­ტი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე 26 ივ­ნისს, ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან და ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად წარ­დგე­ბა.

ლიზა ფი­შე­რი, რომ­ლის კა­რი­ე­რა 80-იან წლებ­ში და­ი­წყო, დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად არ­ტის­ტად რჩე­ბა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისეთ გე­ნი­ა­ლურ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, რო­გო­რე­ბიც არი­ან ტინა ტერ­ნე­რი, ლუ­თერ ვან­დრო­სი, სტინ­გი, ჯგუ­ფი Rolling Stones და სხვა. ლიზა ფი­შე­რის სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი სა­ხელ­წო­დე­ბით – „So Intense“ 1991 წელს გა­მო­ვი­და და მას­ში შე­სუ­ლი ჰი­ტით „How Can I Ease the Pain“ მუ­სი­კოს­მა „გრე­მი“ მი­ი­ღო რიტმ-ენდ-ბლუ­ზის სა­უ­კე­თე­სო ქალი ვო­კა­ლის­ტის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში. ლი­ზას კონ­კუ­რენ­ტე­ბი არე­ტა ფრანკლი­ნი, გლე­დის ნა­ი­ტი და ვა­ნე­სა უი­ლი­ამ­სი იყ­ვნენ.

მო­რი­გი „გრე­მი“ ლიზა ფი­შერ­მა 2013 წელს, მორ­გან ნე­ვი­ლის დო­კუ­მე­ტუ­რი ფილ­მის­თვის – 20 Feet from Stardom მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ბექ ვო­კა­ლის­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ი­ღეს. ფილ­მი „ოს­კა­რის“ რი­გით 86-ე ცე­რე­მო­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც გახ­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში „ოქ­როს ტალ­ღის“ რი­გით მე­ხუ­თე სა­ი­უ­ბი­ლეო და­ჯილ­დო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი – ლიზა ფი­შე­რი ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ლე­გენ­და­რუ­ლი ჰი­ტე­ბით წარ­დგე­ბა. 26 ივ­ნისს, თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში 20:00 სა­ათ­ზე წლის გრან­დი­ო­ზუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის – “ოქ­როს ტალ­ღა 2018“-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­ივ­ლი­ან, ხოლო მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, სა­დაც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი­სა და ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ვი­ნა­ო­ბა.

15 მუ­სი­კა­ლურ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის მო­საზ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­სა­ხელ­დე­ბი­ან. მათ გა­და­ე­ცე­მათ „ოქ­როს ტალ­ღის“ სიმ­ბო­ლო, „წლის სიმ­ღე­რის“ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი, მი­ი­ღებს გან­სა­კუთ­რე­ბულ პრიზს.

მსგავსი თემები