ბევრი მათგანი თავისუფლად გახდებოდა კალათბურთის ვარსკვლავი, მაგრამ გულმა ფეხბურთისკენ გაუწიათ. აი ტოპ 5 ყველაზე დიიიდი ფეხბურთელი ისტორიაში.
მე-5 ადგილი – ტორ ჰოგნე ააროი
41 წლის თავდამსხმელი ნორვეგიიდან. მისი სიმაღლე 204 სმ-ია. ერთი ხანობა ააროი აზიის ლიგაში გამოდიოდა, სადაც დანარჩენებზე მთელი თავით მაღალი იყო.
მე-4 ადგილი – იანგ ჩანპენი
ჩინელი თავდამსხმელის სიმაღლე 205 სმ-ია. 26 წლისაა. მისი ყველაზე დიდი მიღწევა პრემიერლიგის გუნდიდან მიწვევაა, სადაც მაინც ვერ გადავიდა. ამჟამად სამშობლოში თამაშობს.
მე-3 ადგილი – ვანია ივეშა
რუსულსახელიანი ხორვატის სიმაღლე 206 სმ-ია. ის უკვე 40 წლისაა და კარიერაში უამრავ გუნდში უთამაშია. მისთვის ხორვატიის ნაკრებშიც კი დაუძახიათ.
მე-2 ადგილი – პოლ მილარი
შოტლანდიელის სიმაღლე 207 სმ-ია. „ელგინ სითის“ თავდამსხმელია. მუდმივად ტრავმებს იღებს, ხშირად სიმაღლის გამო, რაც ხელს უშლის სტაბილურ თამაშსა და განვითარებაში.
1 ადგილი – კრისტოფ ვან ჰაუტი
ყველაზე ტანმაღალი ფეხბურთელი ბელგიელი მეკარეა – 208 სმ. ძალიან ბევრი გუნდი გამოიცვალა და ჯერ კიდევ თამაშობს.