LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 6,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

21

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 6,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა მოინახულა.

როგორც  სამინისტრო აცხადებს, აღნიშნული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ერთადერთი ალტერნატივაა და მის გამართულ ექსპლუატაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი თუ სატრანზიტო ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისათვის. ამასთან, ეს გზა, მიმდებარე სოფლებს რაიონულ ცენტრთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია 25 წელია არ ჩატარებია. გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებდა.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზის საფარსა და არსებული ხიდის სავალი ნაწილს; მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები და პავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; გაკეთდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა და საგზაო ნიშნები.

პროექტი, რომლის ღირებულება 5 მილიონ 75 ათას ლარს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები