LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google – ის უპილოტო ავტომობილები საჯარო ტესტირებას გადის

27

Google-მა როგორც იქნა დაასრულა საკუთარი პროექტი და უპილოტო ავტომობილები უკვე ღია სივრცეში გამოჩნდა. არიზონას შტატში, კომპანიის მიერ შექმნილი პირველი უპილოტო ავტომობილების მსველობა Google-ის მოკავშირე კომპანიამ Waymo განახორციელა.

ტესტირებაში საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩაერთო. Google-ის წარმოდგენილობამ ტესტირებისთვის 500 მინივენი გამოფინა. მისი გატესტვა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო ერთადერთი წინაპირობით: მსველობისას მასში მჯდომ მგზავრებს არ ჰქონდათ უფლება სატესტო ზონის დატოვების.

ჭკვიანი ავტომობილები სავარაუდოდ 2019 წელს გამოჩნდება მარკეტში. ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც ავტოკრიტიკოსები ვარაუდობენ, მისი ფასი ყველასათვის მისაღები იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები