კომპანიამ Google უკვე დააპატენტა ციმციმების ამომცნობი სისტემა. ამ სისტემის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია შორიდანვე შეუძლია შეამჩნიოს საგზაო მოძრაობის მონაწილე სხვა ავტომობილების მოხვევის მაჩვენებელი ციმციმას მოქმედება.
სისტემის დაპატენტების შესახებ ამერიკულმა კორპორაციამ განაცხადი 2013 წელს მიიღო, თუმცა მის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
ციმციმას ამომცნობ სისტემაში გამოიყენება ვიდეოთვალი, რომელიც აკვირდება საგზაო მოძრაობას. ელექტრონული სენსორების დახმარებით კი, მას შეუძლია აღიქვას ფერთა ცვლილება, სიგნალების ცვლილება, ან ავარიული შუქმაჩვენებლების ამუშავება. ხოლო ცენტრალური კომპიუტერი დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას რა შეიძლება მოიმოქმედოს მოცემულ სიტუაციაში.
შეგახსენებთ, რომ Google უპილოტო ავტომობილების ტესტირებას 2009 წლიდან აწარმოებს. ამ დრომდე ავტომობილებმა ავტონომიურ რეჟიმში 2,7კმ-ზე მეტი მანძილი დაფარეს და მიიღეს მონაწილეობა 11 უმნიშვნელოვანეს ტესტირებაში. ხოლო ელექტრონული მართვის სისტემა მწყობრიდან წელიწადში საშუალოდ 270-ჯერ გამოვიდა.