LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორი-ვარიანი-ცხინვალის გზის რეაბილიტაციის ღირებულება 2200000 ლარია

33

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გორი – ვარიანი – ცხინვალის საავტომობილო გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტით გათვალისწინებულია, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ21-კმ25) გზის საფარის სრული რეაბილიტაცია.  მონაკვეთზე არსებული ხელოვნური ნაგებობების: 1 ხიდისა და წყალგამტარი მილების შეკეთება. ასევე, განხორციელდება ადგილობრივ გზებთან მიერთების, საველე და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების  და ავტოპავილიონების მოწყობის სამუშაოები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილი და განთავსდება საგზაო ნიშნები.

“გორი – ვარიანი – ცხინვალის საავტომობილო გზა დაზიანებული იყო, აქ ოდესღაც არსებული ასფალტის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზაძირითადად ხრეშოვანი. დაზიანებული გზა ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას.

პროექტის შედეგად, გორი – ვარიანი – ცხინვალის საავტომობილო გზით მოსარგებლეებს და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით. შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები”,- აცნობეს “ფორტუნას” დეპარტამენტიდან.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2200000 ლარია. სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.