გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29, 30 და 31 მაისის დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა გვირაბში, რომელიც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან თავისუფალია ლიახვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.