გქონდათ თუ არა სექსი დილის 7.30 საათზე? ან სირბილისთვის, მუშაობისა თუ საუზმისთვის სწორი დრო შეარჩიეთ? ამერიკელი ექსპერტების აზრით, დღის განმავლობაში დროის სწორად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა, რომ ინტიმური კავშირის დასამყარებლად საუკეთესო დრო დილის 7.30 საათია, ან ამ საქმიანობით გაღვიძებიდან 45 წუთის შემდეგ უნდა დაკავდეთ. საქმე ისაა, რომ კარგად გამოძინების შემდეგ ორგანიზმი ენერგიითა სავსე და ენდორფინის გამოყოფაც ერთი-ორად იზრდება. ბუნებრივია, დილის სასიამოვნოდ დაწყება მთელი დღის ენერგიულად გატარების ტოლფასი იქნება. რაც შეეხება ორგანიზმის შინაგან საათს ის ასე გამოიყურება:
6.45 სთ. – გაღვიძება. იდეალური ძილის ხანგრძლივობა 7-დან 9 საათამდე უნდა იყოს და დრო ისე უნდა გათვალოთ, რომ დილის 7 საათამდე გამოძინებაც მოასწროთ და ადგომაც.
7 სთ. – სირბილი. საუზმემდე ფიზიკური აქტივობა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ დროს ზედმეტი ცხიმებიც იწვება და სისხლის წნევაც რეგულირდება.
7.15სთ. – საუზმე. მედიკოსთა აზრით, საუზმისთვის საუკეთესო დრო გაღვიძებიდან 30 წუთის შემდეგ დგება.
9.45სთ. – მუშაობა. ადამიანის გონება სამუშაოდ ყველაზე მეტ მზაობას სწორედ ამ დროს ავლენს. გაღვიძებიდან 3 საათის შემდეგ მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი თუ კრეატიულობა ყველაზე უკეთ ფუნქციონირებს.
10.45სთ. – დასვენება. დღის ამ მონაკვეთში სტრესის დონე იმატებს, ამიტომ ორგანიზმს რელაქსაციის საშუალება უნდა მისცეთ.
12.15სთ. – ლანჩი. საუზმიდან 4 საათის გასვლის შემდეგ წასახემსებლად უნდა მოიცალოთ.
3.30სთ. – „სუსნაობა“. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ აღიარა, ამ დროს დიეტის დარღვევა ყველაზე ადვილია და ადამიანმა ზოგჯერ სისუსტეც უნდა გამოიჩინოს.
6სთ. – სადილი. ამ დროს ორგანიზმს ყველაზე მეტი კალორია უნდა მიაწოდოთ, რათა მან დღის ბოლომდე ფუნქციონირება შეძლოს.
6.10სთ. – ვარჯიში. სპორტული აქტივობებისთვის საუკეთესო დრო სწორედ საღამოს, სამსახურის შემდეგაა და თუკი დარბაზს ამ დროისთვისმიაკითხავთ, ვარჯიშიც ბევრად უფრო ეფექტური იქნება.
10.10სთ. – ძილი. ადრე დაწოლა ჯანმრთელობისა და ახალი დღის ენერგიულად დაწყების გარანტიაა.