LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gran Turismo Sport – როცა ვირტუალური სამყარო რეალურს ერწყმის (ვიდეო)

47

გასულ უქმეებზე ლეგენდარული სარბოლო ვიდეოთამაშის Gran Turismo-ს ახალი ვერსიის პრეზენტაცია შედგა. Sony-სა და Polyphony Digital-ის ერთობლივი ნაწარმი დღის სინათლეს 15 ნოემბრიდან იხილავს და სპეციალურად PS4 პლატფორმისთვის იქნება დამზადებული.

სარბოლო თამაშის უახლეს ვერსიაში წარმოდგენილი იქნება 140-მდე უახლესი ავტომობილი, 19 სარბოლო გზა და 27 ლოკაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშის ისტორიაში პირველად, მისმა შემქმნელებმა შეძლეს და მოიპოვეს FIA-ს ლიზენცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემოთხსენებულ ვერსიასთან ერთად წარდგენილი იქნება FIA Gran Turismo Digital License ვერსიაც, ეს კი ნამდვილად დიდი სიურპრიზი იქნება Formula 1-ის მოყვარულებისთვის.

სარბოლო თამაშის ახალი ვერსია კომპიუტერული თამაშების სამყაროში დიდი გადატრიალებას მოახდენს. როგორც Gran Turismo-ს დიზაინერი, კაზურო იამაუჩი აცხადებს, თამაშში წარმოდგენილი თითოეული ავტომობილი ორიგინალი ვერსიების მიხედვით შეიქმნა და ძალიან რეალისტურად გამოიყურება. მისივე თქმით, წინა ვერსიებთან შედარებით წარმოდგენილი იქნება ტუნინგის მრავალმხრივი ვერსიები, ავტომობილის მართვის უფრო რეალისტური სისტემა და სხვა მრავალი დეტალი, რომლის დამსახურებითაც ვირტუალური სამყარო რეალურს დაემსგავსება…

 

 

https://www.youtube.com/watch?v=Kkl8ecRfKLE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები