LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება?..

26

სასამართლოს განჩინების თანახმად, „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი შეეცვალა და მათ ადგილას დროებითი მმართველები, რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. ამ ამბავს სოციალურ ქსელში, რასაკვირველია, მოჰყვა გამოხმაურება.

მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც ახლახან დაუბრუნდა „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანს, კატოს როლში, „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს წარწერით: „ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას…“ ფოტოზე გადასაღები მოედანია ასახული და მზადება მორიგი სერიისთვის.

ss

„რუსთავი 2“-ის ეთერში „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი მსახიობი, ეკა დემეტრაძე გამოეხმაურა ბოლოდროინდელ მოვლენას. შეკითხვაზე, მფლობელის შეცვლის შემთხვევაში რამდენად იქნება უზრუნველყოფილი სერიალის სცენარის ხელშეუხებლობა და იქნება თუ არა იქ კვლავ აქტუალური თემები, უპასუხა: „არ მინდა დავიჯერო, რომ ამის საფრთხე არსებობს, თუმცა ისე სწრაფად და ჩემთვის იმდენად არაადეკვატურად ვითარდება მოვლენები, რომ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია არჩევანის უფლება. როცა ამას გიზღუდავენ და აქ არ არის საუბარი „რუსთავი 2“-ზე ან რომელიმე სხვა ტელევიზიაზე, არ შეგიძლია ნახო ისიც და ისიც, მერე კი გადაწყვიტო, რას ფიქრობ ამა თუ იმ კონკრეტულ მოვლენაზე, ძალიან დიდი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კიდევ უფრო დიდ ტრაგედიად არ გარდაიქმნება და ჩვენი სერიალის სცენარსაც არ შეეხება, რადგან ეს პირადად ჩემთვის წარმოუდგენელია…“

eka demetradze 2

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები