LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრეის 50 ელფერის“ სიქველს 2017 წელს ვიხილავთ

48

ინფორმაცია მათთვის, ვისაც „გრეის 50 ელფერის“ ნახვამ იმედები გაუცრუა, კინოკომპანია „უნივერსალმა“ რეჟისორი შეცვალა და გახმაურებული ტრილოგიის გადასაღებად ჯეიმს ფოული მიიწვია, რომელსაც საკუთარ ფილმოგრაფიაში არც მეტი, არც ნაკლები, შესანიშნავი სერიალის „ბანქოს სახლის“ 12 ეპიზოდი აქვს ჩაწერილი. როგორც ჩანს, მისი მიწვევით კინოკომპანიის მესვეურებს აქვთ იმედი, რომ „გრეის 50 ელფერის“ მეორე ნაწილი მაინც იქნება უფრო რეალისტურად და საინტერესოდ გადაღებული, ვიდრე პირველი ფილმი.

ჯეიმი დრონანი და დაკოტა ჯონსონი კვლავაც მთავარ როლებზე არიან მიწვეულები, თუმცა ბოლო დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დორნანი აღარ აპირებდა გახმაურებული რომანის ეკრანიზებაში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, ე.ლ. ჯეიმსის „გრეის 50 ელფერი“ სექსუალური ხასიათის, სადო-მაზოხისტული დეტალებით აღსავსე ტრილოგიის პირველი წიგნია. თავად ავტორი მისი ეკრანიზებით უკმაყოფილო დარჩა. როგორც ჩანს, მას სურს, ახალგაზრდა ბიზნესმენის, კრისტიან გრეისა და სტუდენტ ანასტასია სტილის „ონავრობებით“ აღსავსე ურთიერთობები ეკრანზე უფრო დაწვრილებით გადავიდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები