LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრენობლი ევროპის მწვანე დედაქალაქია

77
mercredi 23 septembre 2020
Jardin des plantes. Arbres.                                               © Sylvain Frappat - Ville de Grenoble.

ფრანგული ქალაქი გრენობლი 2022 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქი ოფიციალურად გახდა. ეს ტიტული დასახლებას ფინური ლახტისგან გადაეცა.

გრენობლი – მეორე ფრანგული ქალაქია, რომელიც ამ ტიტულს ატარებს. პირველი ნანტი იყო და საპატიო სტატუსი მას 2013 წელს ჰქონდა.

რაც შეეხება გრენობლს, ქალაქი წლის ბოლომდე მთლიანად განახლებად ენერგიებზე გადავა. დღესდღეობით ენერგიის დიდი ნაწილი ჰიდროელექტროსადგურებით იწარმოება. გარდა ამისა, დასახლებაში ენერგიის ალტერნატიულ წყაროებსაც მიესალმებიან, მათ შორის წყალბადის ენერგეტიკასაც. ქალაქი ეკოლოგიურ ენერგიაზე მომუშავე რამდენიმე დიდი სტარტაპის ჰაბსაც წარმოადგენს.

2030 წლისთვის გრენობლში მავნე გამონაბოლქვის 50%-ით შემცირებას გეგმავენ. მიზნის მისაღწევად მუდმივად იზრდება ქვეითთა და ველოსიპედისტთა ზონები, ირგვება ხეები.

მწვანე დედაქალაქის ტიტულს ევროკომისია 2008 წლიდან გასცემს. დასახლებებს საერთაშორისო ჟიური აფასებს და მთავარ კრიტერიუმთა შორისაა – ჰაერის ხარისხი, ბიომრავალფეროვნების დაცვა, „მწვანე“ საქალაქო ტრანსპორტი და მუდმივი განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები