LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

31

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი I) გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები  გაიხსნა.

ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.

დეპარტამენტის ცნობით, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად უზრუნველყოფს მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობას, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობასა და შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას.

გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია–გრიგოლეთის გზა, ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო ნაკადმა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით.

პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები