LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე ზვავსაშიშროებაა

47

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროებაა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. რის გამოც  25 თებერვლის მსგავსად, აღნიშნულ მონაკვეთზე 26 თებერვლის დღის 14:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.