საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური ( ფოსტა ) – კობის მონაკვეთზე გვიან ღამით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით აღდგენილია.
ამ დროისათვის მოქმედი რეჟიმის მიხედვით, ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის კი, მოძრაობა თავისუფალია.
დაწესებული რეჟიმით გადაადგილება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორცილდება.