LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

17

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი,ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზემეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაგვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად კმ 134-კმ 135 დარიალის ხეობა მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

შეგახსენებთ, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა,” – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები