გულმავიწყმა მძღოლმა შემთხვევით Lamborghini Huracan დაწვა. შემთხვევა მისურის შტატში მოხდა და ახალთახალი სუპერქარის განადგურების კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და სოც-ქსელების მეშვეობით გაავრცელეს. Lamborghini-ს მფლობელი Goldrush Rally-ს რბოლაში მონაწილეობდა და ინციდენტი მარშრუტის შუაში, ერთ-ერთი გაჩერების დროს მოხდა. მანამ სანამ იტალიური სუპერქარი საწვავით ივსებოდა, ერთ-ერთმა ავტომობილმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ საწვავის ჩასასხმელი პისტოლეტი თავის ადგილზე არ დაუბრუნებია და დაუდევრად მიაგდო. შედეგად Lamborhini-ს ცეცხლი გაუჩნდა და სანამ ადგილზე სახანძრო მივიდოდა, მთლიანად განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ავტომობილის მფლობელი მაღაზიაში იყო შესული და უკან გამოსულს სამწუხარო სიურპრიზი დახვდა.
A post shared by Parker Gelber (@parker.exotics) on
https://motor.ru/news/lamborghini-huracan-fire-09-07-2018.htm