LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ვან დეიკი აღიარეს

80
liverpoolbrighton301119-8

„ლივერპულის“ მცველი ვირხილ ვან დეიკი ინგლისში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს საფეხბურთო გულშემატკივრების ასოციაციის ვერსიით.

ჯილდოზე პრეტენზიას ასევე აცხადებდნენ: ჯეიმი ვარდი (ლესტერი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), სადიო მანე (ლივერპული), სონი (ტოტენჰემი).

„ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მადლობა ყველას, ვინც ხმა მომცა, მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს მთელ ქვეყანაში. იმედია ასევე გავაგრძელებ, უკეთესი გავხდები და გუნდს დავეხმარები“, – თქვა ვან დეიკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები