LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდები თან ფეხბურთელებს დასდევენ და თან ფორმებს აჩვენებენ – ამბები მოკლედ

157
D-Mc6FgWsAAGZEe

ფიფამ რასიზმის გამოვლინების წინააღმდეგ სასჯელი გაამკაცრა.

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი ზლატკო დალიჩი: „ვისურვებდი ევროპაში რომელიმე დიდ კლუბში მუშაობას“.

ხედირა შეიძლება „ფენერბაჰჩეში“ გადავიდეს.

„მანჩესტერი“ „ინტერს“ ლუკაკუს სანაცვლოდ 85 მლნ ევროს თხოვს.

„არსენალს“ სურს სებალიოსის იჯარით აყვანა.

„რეალი“ მზადაა პოგბას სანაცვლოდ 125 მლნ ევრო შეთავაზოს.

გამოჩნდა „ატლეტიკოს“ საგარეო ფორმის ფოტო. ის შავია.

„ატლეტიკომ“ „ბენფიკას“ ფორვარდი შაპონიჩი იყიდა.

„მანჩესტერმა“ „ფიორენტინას“ მცველის მილენკოვიჩის ტრანსფერზე მოთხოვნა გააგზავნა.

მესი, გნაბრი და მაკტომინი PES 2020-ის გარეკანზე გამოჩნდებიან.

„რუბინმა“ ახალი სეზონისთვის ფორმის კომპლექტი წარადგინა. ჩვენთვის ყაზანური ამბები საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც ამ გუნდში სამი ქართველი აღმოჩნდა. მწვანე, შავი და თეთრი ფორმები ჩვენებმაც აჩვენეს – ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები