LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურბანგულმა გულზე იბრაგუნა: თურქმენეთის პრეზიდენტმა სარბოლი ავტო პირადად დატესტა (ვიდეო)

87

თურქმენეთის პრეზიდენტმა სარბოლო ყველგანმავალი პირადად დატესტა. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი “ამულ-ჰაზარის“ რალისთვის ემზადება და პირველი ტესტ-დრაივი მოაწყო. როგორც ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, პრეზიდენტი კროსოვერით ქვიშაში გაიჭედა და იქიდან ამოსვლა სწორი მანევრირებით შეძლო. მოგვიანებით გურბანგულმა თავისი მსვლელობა შეაფასა და განაცხადა, რომ ავტომობილის ყველა გაუმართაობა აღმოფხვრილია და ის საერთაშორისო სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ სარბოლო ავტომობილის მშენებლობა ივნისის თვეში დასრულდა და მასზე პასუხისმგებლობა ქვეყნის მეთაურმა საკუთარ თავზე აიღო. კონსტრუქცია მან თავად დახატა და ყველა დეტალის შექმნასაც პირადად ხელმძღვანელობდა. ზოგადად, პრეზიდენტი მანქანათმშენებლობით ძალიანაა დაინტერესებული და განსაკუთრებით სარბოლო მოდელები აინტერესებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები