მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში არსენალთან მატჩამდე თავის მოლოდინებზე საუბრობს.
”არსენალი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს სრულიად სხვა მატჩია და ლონდონში ჩვენი მარცხი არაფერს ნიშნავს. ჩემპიონთა ლიგაში ყველაფერი ხდება, თუმცა ყველამ დაინახა როგორ გვინდა გამარჯვება. ახლა, ახალი შერკინება გველის და გვსურს თაყვანისმცემლები გამარჯვებით გავახაროთ. ”არსენალი” ფსონს ბურთის ფლობაზე დებს. ყოველთვის ცდილობს პირობები გვიკარნახოს, ყველა მის მოთამაშეს შეუძლია და უყვარს კომბინირება. ყოველთვის ვთხოვ ჩემს მოთამაშეებს რაც შეიძლება მეტი შეტევა განახორციელონ და მაქსიმალური რაოდენობის სახიფათო მომენტები შექმნან” – ამბობს გვარდიოლა.
ბაიერნი – არსენალის შეხვედრა დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.