LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლას ახალი გამოწვევა: ინგლისი

13

მიუნხენის „ბაიერნის“ თავკაცი პეპ გვარდიოლა გეგმავს სეზონის დასრულების შემდეგ სამსახური გამოიცვალოს და ნისლიან ალბიონზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს.

The Telegraph იუწყება, რომ 44 წის სპეციალისტი აღარ აპირებს გერმანულ გრანდთან კონტრაქტის გაგრძელებას.

თუ ინგლისური კლუბი ამჟამინდელ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს გაუშვებს, მისთვის საკომპენსაციოდ 7 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს.

გაგახსენებთ, რომ 2012 წელს „მანიუს“ ლეგენდარულმა მენეჯერმა სერ ალექს ფერგიუსონმა გვარდიოლა „ოლდ ტრაფორდზე“ მიიწვია, მაგრამ მაშინ პეპმა „ბაიერნი“ არჩია.

არადა, აქამდე ცნობა გავრცელდა, გვარდიოლა მეორე მანჩესტერულ კლუბს, „სიტის“ შეუთანხმდაო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები