LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

145
1956.

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ქალი 82 წლის იყო.

“სიტის” ოჯახი მწუხარებით იუწყება, რომ პეპის დედა დოლორეს სალა კარიო ბარსელონაში გარდაიცვალა კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ. ის 82 წლის იყო. ყველა, ვინც კლუბთან არის დაკავშირებული, გულითადად თანაუგრძნობს პეპს, მის ოჯახს და მეგობრებს ასეთი მწუხარების ჟამს”, – ნათქვამია კლუბის განცხადებაშა.

გვარდიოლამ მილიონი ევრო გადაურიცხა კატალონიის საავადმყოფოს კორონავირუსთან საბრძოლველად.

ესპანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 135 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მსოფლიოში მეორე მაჩვენებელია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები