გვაზაურის ქუჩაზე, ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 98 264 ლარია.
პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების გაკეთება. თბილისს მერიის მიხედვით, კაპიტალური სამუშაოები გვაზაურის ქუჩის მეორე ჩიხში უკვე დასრულებულია. ასფალტის საფარი დაიგო 579 კვ/მ ფართობზე და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
გვაზაურის ქუჩის პირველ ჩიხსაც კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. ასფალტის საფარი 712 კვ/მ ფართობზე იგება.
ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების ადგილობრივებთან ერთად დათვალიერებისთვის.