LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვინდოდა, ქართველი ხალხისთვის „თბილისობა“ მიგველოცა. თბილისური თბილი გული ჩავდეთ ამ ლამაზ სიმღერაში“ – „ჯი ემ ჯი“ პემიერით „არ დაიდარდოში“

154
Untitled design (46)

რადიო „არ დაიდარდოს“ მანანა თოდაძე და გიორგი წერეთელი სტუმრობდნენ. გადაცემაში პროექტ „ჯი ემ ჯი“-ს ახალი ნამუშევრის „თბილისობა“ პერმიერა შედგა.

ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „თბილისობა“.

მანანა თოდაძე: შევიკრიბეთ ჯგუფი, რომელსაც „ჯი ემ ჯი“ დავარქვით, გიორგი წერეთელი, მანანა თოდაძე, გიორგი წიკლაური. ამას წინ, სიმღერის „ბერიკაცი“ პრემიერა გვქონდა და ასე, ნელ-ნელა ვაგრძელებთ ჩაწერებს. გვინდოდა, ქართველი ხალხისთვის „თბილისობა“ მიგველოცა. სითბო, სიყვარული, ბედნიერება არ მოაკლდეს სრულიად საქართველოს.

გიორგი წერეთელი: რაც შეეხება სიმღერის ისტორიას, 22 წლის ვიყავი, როდესაც ეს სიმღერა დავწერე. 28 წლის წინ დავწერე და რატომღაც, თაროზე შემოვდე. ეტყობა, ზუსტად იმ ჰანგებს ელოდა, რომელიც ამ სიმღერას სჭირდებოდა. როდესაც „ჯი ემ ჯი“ შეიქმნა, ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ამ სიმღერის გაკეთება. მოვასმენინე ქალბატონ მანანას და გიორგის და ძალიან აღფრთოვანებულები დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ სიმღერის ეს არაჩვეულებრივი არანჟირება  ცირა ბზიშვილმა გააკეთა. დიდი მადლობა ცირას და ხვიჩა მაღლაკელიძეს, რომელიც გიტარის არაჩვეულებრივ პარტიას ასრულებს. თბილისური თბილი გული ჩავდეთ ამ ლამაზ სიმღერაში.

ჯი ემ ჯი – თბილისობა

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები