LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზის ხუთი მონაკვეთი მთიან რეგიონებში, რომელთა პროექტირებაზე ტენდერი ამ დღეებში გამოცხადდება

52

მთიან რეგიონებში გზების პროექტირება-რეაბილიტაციაზე უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. ტენდერზე გავა შემდეგი მიმართულებების პროექტირება-რებილიტაცია: ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ლენტეხი-მესტიის საავტომობილო გზა გვირაბით, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველი, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა.

როგორც ”ფორტუნას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ხუთივე მიმართულების პროექტირება-რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მთიან რეგიონებში გზების პროექტირება-რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულებით ხორციელდება.

fortuna.ge