LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაიმორიტი

106
ჰაიმორიტი

ჰაიმორიტი არის ზედა ყბის ძვლის წიაღის ანთებით პროცესი, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან ლორწოვანი ან ჩირქოვანი ყვითელი, მწვანე გამონადენი, თავისა და საფეთქლის მიდამოს ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება. ცხვირიდან ლორწოვანი ნივთიერების გამონადენი თავის ტკივილთან ერთად ახასიათებს ჰაიმორიტის დაავადებას. ადამიანს ოთხი წყვილი წიაღი აქვს: ჰაიმორის მარჯვენა და მარცხენა ღრუ. შუბლის წიაღები. ძირითადი ძვლის წიაღები და ეთმოიდური წიაღები.

ჰაიმორიტის გამომწვევი ფაქტორებია: წიაღებში ინფექციის შეღწევა, ცხვირის პოლიპი, ცხვირის ძგიდის გამრუდება, დეფორმაცია, ალერგიული რინიტი ქრონიკული სინუსიტის გამწვავებული ფორმა, სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების დიდი დოზით გამოყენება, ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები. უბრალო გაციებისა და ვირუსების გადაზრდა ჰაიმორიტში დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნურ მდგომარეობაზე.

ჰაიმორიტისგან განკურნების რამდენიმე მეთოდი არსებობს: კონსერვატიული ანუ (მედიკამენტოზური). ფიზიოპროცედურები. ღრუების შიგთავსის მექანიკური გამოსუფთავება. ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული ჩარევის დროს გასუფთავების მიზნით ცხვირის ღრუს მხრიდან ენდოსკოპით შედიან ბუნებრივი ხვრელით წიაღებში და ათავისუფლებენ შიგთავსისგან. შესაძლებელია ჩატარდეს წიაღის პუნქციაც. ჰაიმორიტის განკურნება დამოკიდებულია ინდივიდუალურად გამომწვევი მიზეზის, დიაგნოზისა და დაავადების სირთულეზე. სასურველია, პაციენტმა ხანგრძლივი სურდოს, ქრონიკული ან გახანგრძლივებული სინუსიტის დროს ექიმს მიმართოს, რათა თავიდან აიცილოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები