ჰაკერებმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორნოგრაფიული ვებგვერდის Pornhub-ის მონაცემები მოიპოვეს. The Guardian-ის ინფორმაციით, საუბარი ძიების ისტორიასა და ვიდეობის ნახვებზეა.
როგორც გამოცემა აზუსტებს, ჰაკერულმა ჯგუფმა მოიპოვა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი, მათ შორის პრემიუმ წევრების ელფოსტის მისამართები, ძიებისა და ვიდეოების ნახვის ისტორია, ასევე გეოლოკაციის მონაცემები. Pornhub ფართოდ გამოყენებული პლატფორმაა და აცხადებს, რომ მას მსოფლიო მასშტაბით ყოველდღიურად 100 მილიონზე მეტი ვიზიტი აქვს.
მოპარული მონაცემები მოიცავს ასევე ვიდეოების URL-ებს, ვიდეოს დასახელებებს, საკვანძო სიტყვებს და ნახვის დროს.
კიბერუსაფრთხოების კომპანია Sophos-მა The Guardian-ს განუცხადა, რომ მათ არ უნახავთ Pornhub-ის მონაცემების გამოქვეყნების მტკიცებულება რომელიმე საიტზე ან ონლაინ პლატფორმებზე, თუმცა ყველაფერი წინაა.
