LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაკერებმა სკანდალი დადეს: სპორტსმენებს დოპინგის გამოყენების უფლებას აძლევდნენ

9

რიოს ოლიმპიური თამაშების დოპინგ სკანდალი გრძელდება. რუსი სპორტსმენების გახმაურებულმა ფაქტებმა და დისკვალიფიკაციამ ის შედეგი გამოიღო, რომ ანტისადოპინგო სააგენტოს ჰაკერებმა შეუტიეს (მათი თქმით სწორედ რუსეთიდან) და არანაკლებ სკანდალური ამბები გამოუმზეურეს.

ჰაკერებმა საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მესამედი ნაწილი გამოაქვეყნეს, რომელიც რიოს ოლიმპიადის 9 პრიზიორს ეხება.
ოთხმა მათგანმა ოქრო აიღო.

ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bears-მა ხუთი ქვეყნის 11 სპორტსმენის მონაცემები გამოფინა. ცხრამ ოლიმპიადაზე მედალი დაისაკუთრა. დოკუმენტების თანახმად ყველა მათგანს აკრძალული საშუალებების გამოყენებაზე თერაპიული გამონაკლისი ქონდა დაშვებული.

13 სექტემბერს Fancy Bears-მა პირველი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ანტისადოპინგო სააგენტო ამერიკელ ოლიმპიურ ჩემპიონებს აკრძალული ნივთიერებების გამოყენების უფლებას აძლევდა. ესენია: ჩოგბურთელი დები სერენა და ვინუს უილიამსები, ტანმოვარჯიშე სიმონა ბაილსი და კალათბურთელი ელენ დელე დონი.

დოკუმენტების თანახმად, ბაილსისა და დელე დონის დოპინგ-ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენა, თუმცა დისკვალიფიკაცია არ შეხებიათ და ოქროს მედლები აიღეს რიოში.

სხვათა შორის, ბრიტანეთის ანტისადოპინგო სააგენტომ დაადასტურა ჰაკერების ინფორმაცია, რომ სპორტსმენები ამ უფლებას სპეციალურად იღებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები