LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰარვის“ მიერ დაზიანებული ასობით ავტომობილი, რომელსაც აუქციონზე გაყიდიან (ვიდეო)

44

ქსელში ტეხასში მდებარე სარბოლო კომპლექს Royal Purple Raceway-ის პარკინგზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. აქ ის ავტომობილები ინახება, რომლებიც ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დააზიანა. ძირითადად პარკინგზე კლასიკური ამერიკული ავტომობილები, სუპერქარები და ლუქსის კლასის მოდელებია წარმოდგენილი, რომლებიც რამდენიმე ათეულს მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ვიდეოზე ისეთი ავტომობილები ჩანს, როგორიც არის: Dodge Viper, Dodge Charger Hellcat, Honda S2000, Mercedes-Benz SLS-AMG, Nissan GT-R, Lamborghini Huracan, Alfa Romeo 4C, რამდენიმე Bentley, „ლოტუსი“, და უამრავი „კორვეტი“.

ავტომობილების უმრავლესობას ოფიციალურ აუქციონებზე გაყიდიან, ზოგიერთი კი აღდგენას აღარ ექვემდებარება და მათი უტილიზაცია მოხდება.

ქარიშხალი „ჰარვი“ ტეხასის შტატს 2017 წლის აგვისტოში დაატყდა თავს. ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობების შედეგად დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილი დაზიანდა, მთლიანი ზარალი კი რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარია. „ჰარვი“ მექსიკის ყურეში ქარიშხალ „კატრინის“ შემდეგ, რომელიც 2005 წელს იყო, ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები