LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰელსინკი – ევროპის ყველაზე თანასწორუფლებიანი ქალაქია

400

ჰელსინკი – ევროპის ყველაზე თანასწორუფლებიანი ქალაქია. ფინურმა კომპანია Spotahome-მა დაადგინა, რომ ფინეთის დედაქალაქში ყველა ადამიანისთვის თანაბარი პირობებია შექმნილი. მეორე და მესამე ადგილს კი სტოკჰოლმი(შვედეთი) და როტერდამი (ჰოლანდია) იკავებენ. საინტერესოა, რომ სიაში მოხვედრილი ქალაქები 10 კრიტერიუმით შეფასდა – დასაქმებულ ქალბატონთა და მამაკაცთა რაოდენობა, ქალი-მმართველების რაოდენობა, მოქალაქეთა საშუალო შემოსავალი, მიგრანტებისთვის შექმნილი პირობები, სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დამოკიდებულება და ადაპტირებული გარემო შშმ პირებისთვის.

საინტერესოა, რომ სიის ბოლოში ათენი, ლონდონი და პრაღა მოექცნენ, ამ ქალაქებში უმცირესობების უფლებები ყველაზე მეტად ირღვევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები