ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰელსინკიში არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ დასრულებულა ფატალური შედეგით. მერიის განმარტებით, მთავარი მიზეზი – სიჩქარის რეგულირებაა.
ჰელსინკის ქუჩების ნახევარზე მეტზე უკვე მოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა – 30 კმ/სთ. მანამდე ამ ქუჩებზე მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ იყო. წელს ზაფხულში ქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სკოლების მახლობლად და ბევრ სხვა ქუჩაზე სიჩქარის ზღვარი 30 კმ/სთ-მდე შეემცირებინა. ეს წესი ძალაში სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად შევა.
გარდა ამისა, ველობილიკები აღარ არის მხოლოდ ხაზებით გამოყოფილი – ისინი ახლა საავტომობილო გზისგან ფიზიკური ბარიერებითაა გამიჯნული, რამაც ბევრი ველოსიპედისტის სიცოცხლე გადაარჩინა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი – ჰელსინკელებმა უფრო იშვიათად დაიწყეს საკუთარი ავტომობილით გადაადგილება. საფეხმავლო გადასასვლელები უსაფრთხო გახდა, ხოლო გზაჯვარედინებზე მოძრაობა – უკეთ ორგანიზებული.
ჰელსინკის ხელისუფლებამ გაზარდა საგზაო კამერების რაოდენობაც სიჩქარის კონტროლისთვის.
ამასობაში, ევროპის ბევრ ქალაქში იზრდება ზონები, სადაც სიჩქარე 30 კმ/სთ-მდეა შეზღუდული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლეტალური შემთხვევების რისკს. მაგალითად, ამსტერდამში საგრძნობლად იკლო ავარიებმა 2023 წელს დაწესებული ლიმიტის შემდგომ.