LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰეპატობლასტომა

108
ჰეპატობლასტომა

ჰეპატობლასტომა ღვიძლის ემბრიონული უჯრედებისაგან განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა. იგი წარმოდგენილია მოთეთრო-მოყვითალო ფერის კვანძის სახით, რომელიც ჩაიზრდება ღვიძლის ქსოვილში. ჰეპატობლასტომას განსაკუთრებული სიმპტომები არ გააჩნია. მუცლის პალპაციისას შეიგრძნობა სიმსივნური მასა მარჯვენა ნეკნქვეშა მიდამოში ან წარმონაქმნი აღინიშნება მუცლის ზომაში მომატებისას. საერთო ნიშნებს მიეკუთვნება ანორექსია, მასის დაკარგვა, შეუძლებლობა, ფებრილური მდგომარეობა. ლაბორატორიული მონაცემებია ანემია, მარცხნივ გადახრილი ლეიკოციტოზი პოლინუკლეოზით, თრომბოციტების შიდასიმსივნურ წარმოქმნასთან დაკავშირებული ჰიპერთრომბოციტოზი, ქოლესტერინის მომატებული შემცველობა. არსებობს ჰეპატობლასტომის ორი ტიპი: პირველი – ეპითელური, მხოლოდ ეპითელური უჯრედებისგან შედგება; მეორე – შერეული, ეპითელო-მეზენქიმური ტიპი. ეპითელურ ტიპში აღმოჩენილია უჯრედების ორი სახეობა: ფეტალური და ემბრიონული. 

დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა: სცინტიგრაფია და ექოგრაფია; ბიოფსია (სიმსივნის ნაწილაკის აღება მიკროსკოპული გამოკვლევისთვის); მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია (საშუალებას იძლევა ღვიძლის სიმსივნეში დადგინდეს კალციფიკატები და სხვა სიმსივნური დაავადებების გამორიცხვა, მაგალითად ნეირობლასტომის მეტასტაზების); გულმკერდის რენტგენოგრაფია (საშუალებას იძლევა აღმოჩენილი იქნას ფილტვის ქსოვილის მეტასტაზური დაზიანება, რომელიც ძირითადი სიმსივნის გამოკვლევისას შემთხვევათა 20%-ში გვხვდება); ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც გვეხმარება სიმსივნის ღვიძლიდან წარმოშობის, მისი მდებარეობის და ორგანოში გავრცელების დადგენაში; კომპიუტერული ტომოგრაფია კონტრასტირებით; მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; ღვიძლის რადიოიზოტოპური სკანირება; ანგიოგრაფია (სისხლძარღვების კონტრასტული გამოკვლევა) და სხვა.

ასევე, აუცილებელია გატარდეს სხვა დიაგნოზი თირკმელზედა ჯირკვლის ნეირობლასტომასთან, ნეირობლასტომასთან მეტასტაზირებით ღვიძლში, პანკრეასის ფსევდოკისტასთან, ღვიძლის სადინრების კისტისებრ გაგანიერებასთან და მუცლის ღრუს სხვა სიმსივნეებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები