რამდენიმე წლის წინ ყვითელმა ჟურნალებმა ეკა ქუთათელაძე აღმოაჩინეს. ქუთაისელი გოგონა, რომელსაც ზოგიერთი ანჯელინა ჯოლის ამსგავსებს, ზოგი – შორენა ბეგაშვილს, ზოგი კი თბილისის ყოფილი მერის მეუღლეს, ლელა კილაძეს.
თავად ეკა ამბობს, რომ არავის ჰგავს, თუმცა სოციალურ ქსელში მისი ფოტოების ქვევით, უამრავ ასეთ შედარებას წაიკითხავთ.
ეკა ქუთაისში ცხოვრობს, ჰყავს ერთი გოგონა, 19 წლის ასაკში გათხოვდა, რის გამოც მოდელობას თავი დაანება. არადა, სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო „ამსაში“ მუშაობდა. სამწუხაროდ, მისი ქორწინება დაინგრა, ეკა ამჟამად ქუთაისის ერთ-ერთ მოდის სახლში მუშაობს და გოგონებს პოდიუმზე სიარულსაც ასწავლის.
ახლახან გია ჯაჯანიძის შოუს ესტუმრა და ანჯელინა ჯოლისთან მსგავსებაზე ილაპარაკა, აღნიშნა, რომ თავად ასე არ ფიქრობს და ძალიან ლამაზადაც არ მიიჩნევს თავს, „ არ ვთვლი, რომ ძალიან ლამაზი და განსაკუთრებული ვარ, ჩვეულებრივი გოგო ვარ“ – თქვა ტელეინტერვიუში.
მცირე ხნის წინ „მისის პლანეტას“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც 45 ქვეყანას შორის საუკეთესო მოდელის ტიტული მოიპოვა.
თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰგავს ანჯელინას?..