LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახდი განახევრდება

31

ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახდი განახევრდება. საკითხზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და მეორე მოსმენაზე გატანისთვის მხარი დაუჭირეს.

ინიციატივა დეპუტატ დავით ონოფრიშვილს ეკუთვნის. როგორც მან აღნიშნა, თავდაპირველი ვერსია აქციზის გადასახადისგან სრულად გათავისუფლებას ითვალიწინებდა, თუმცა მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან მსჯელობის შედეგად, 50%-ის გადასახადის დაწესება გადაწყდა.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, შეღავათი ექვს წლამდე ასაკის ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებს შეეხებათ.

„ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებს აქციზის გადასახადისგან სრულად ვათავისუფლებდით. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს ვარიანტი ჯობს, მაგრამ ახლა წინააღმდეგი არ ვართ ეს ვარიანტი გავიტანოთ, რათა რაიმე შეღავათი მაინც იყოს ამ მხრივ. შევთანხმდით, რომ იქნება 50%-ით ნაკლები გადასახდი, რაც 6-წლამდე ავტომობილებს შეეხებათ. რაც შეეხება იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებას, ითქვა, რომ ეს ისედაც მცირეა 150-200 ლარს არ აჭარებებს, ამიტომ ეს საკითხი მოვხსენით. მთავრია, ეს ინიციატივა კანონად იქცეს და ჰიბრიდულ ავტომობილებს ჰქონდეთ გარკვეული პრიორიტეტი, თუნდაც 50%-ით ნაკლები გადასახადი, ვიდრე გაზზე ან ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს“ – განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები