LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდული ფერარი კოსმოსურ ხომალდს ჰგავს

240

Ferrari–ის უახლესი მოდელის პროტოტიპი ავტოდრომზე პირველად გამოჩნდა და პაპარაცებმა ის მაშინვე დააფიქსირეს. მართალია, ავტომობილი მთლიანად კამუფლაჟშია დამალული, თუმცა ავტომოყვარულებმა მისი შეთვალიერება მაინც შეძლეს და სიახლე ზედმეტად „კოსმოსური“ მოეჩვენათ. როგორც ოფიციალურმა წყარომ დაადასტურა, ავტოდრომზე გამოჩენილი ავტომობილი ჰიბრიდული ფერარია და მას ძარის საბოლოო ვარიანტი და სალონის ჩამოყალიბებული დეტალები აქვს.

სუპერქარი პრემიერისთვის სრულ მზადყოფნაშია. პრემიერა კი მარკის კლიენტებისთვის დეკემბრის თვეში გაიმართება. ხოლო საჯარო დებიუტი მომავალი წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.

ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლები ჯერ–ჯერობით კვლავ საიდუმლოდ ინახება და ერთ–ერთი ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტი – ტვინ ტურბო V8 ძრავია. თუ რამდენი ცხენის ძალის გამომუშავეს შეძლებს აგრეგატი – უცნობია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები