LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერაქტიურობა

114
ჰიპერაქტიურობა

ჰიპერაქტიურობის სინდრომი ფსიქიატრიული მდგომარეობაა, რომელიც გამოიხატება კონცენტრირების უნარის დაქვეითებითა და ჰიპერაქტიური, იმპულსური ქცევით. სიმპტომები ხშირად დაბრკოლებებს უქმნის პაციენტს, როგორიცაა არასტაბილური ურთიერთობები, წარუმატებლობა სკოლაში ან სამსახურში, დაბალი თვითშეფასება. ჰიპერაქტიურობის სინდრომი ყოველთვის ბავშვობაში იწყება, თუმცა სიმპტომები ხშირად თავს იჩენს  მოზრდილ ასაკშიც. მკურნალობა ბავშვობისა და მოზრდილობის ფორმებში ანალოგიურია. სინდრომი შესაძლოა იყოს მემკვიდრეობითი. ზოგჯერ კი გარკვეული გარემო–ფაქტორებიც ასრულებენ როლს, ისევე, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები.

ჰიპერაქტიურობის სიმპტომებია: კონცენტრაციის უნარის დარღვევა, მოუსვენრობა, იმპულსურობა, მარტივი გაღიზიანებადობა, განწყობის ხშირი ცვალებადობა, მოთმინების უნარის დაქვეითება, სტრესის აუტანლობა, არასტაბილური ურთიერთობები. ბევრი მოზრდილი ვერ ხვდება, რომ ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს, მათ უბრალოდ ჰგონიათ, რომ ყოველდღიური აქტივობები რთული და დამღლელია. ასეთი მოზრდილები პრიორიტეტებს არ მიჰყვებიან, რაც იწვევს ხშირ დაგვიანებას, გულმავიწყობასა და სოციალურ დისფუნქციას. იმპულსურობის გამოვლინება ლოდინის აუტანლობით ან ხასიათის სწრაფი ცვალებადობით გვხვდება.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ხანდახან მედიკამენტური ჩარევა აუცილებელია. ასეა ზოგიერთ შემთხვევაში, მაგრამ ეს პროცესი ზედმიწევნით უნდა იყოს კონტროლირებული რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება, საავადმყოფოები პაციენტის მდგომარეობას ამოწმებენ წელიწადში ერთხელ, სხვა ტიპის დახმარების გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში მკურნალობას გლობალური სახე უნდა ჰქონდეს, ბავშვისა და მშობლებისთვის თერაპიულ მხარდაჭერასთან ერთად. იდეალურია აქტიური მოსმენა, ფსიქოთერაპიაში, ჯგუფის ტექნიკაში, ფსიქოდრამაში, ფსიქომოტორიკაში, სადაც ბავშვები და მშობლები მრავალპროფილიან სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებით ჩაერთვებიან: (ცხოვრების ჰიგიენა, კვება, დაწოლის დრო, საგანმანათლებლო ზომები ეკრანთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებით). ბავშვი ისარგებლებს გლობალური მიდგომით, იმ მკურნალობით, რომელიც მის მდგომარეობას მიესადაგება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები