LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერკალცემია

124
ჰიპერკალცემია

კალციუმი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ძვლებისა და კბილებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კალციუმი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში საჭიროა. თუმცა, იგი შეიძლება დაგროვდეს სისხლში არაჯანსაღ დონემდე. კალციუმის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემები. კალციუმის დოზის გადაჭარბება დანამატების მიღებისას ადვილია, განსაკუთრებით თუ მოიხმართ ბევრ რძის პროდუქტს ან სხვაგვარად იღებთ ბევრ კალციუმს საკვებიდან. ჰიპერკალცემია შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი ან მძიმე. ძვლების ტკივილი, თავის ტკივილი, დაღლილობა, გახშირებული შარდვა, წყურვილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა ან მადის დაკარგვა, კუნთების ტკივილი, სისუსტე ან კრუნჩხვები, თირკმლის ქვები, მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, გაღიზიანება და დეპრესია, არითმია, მიუთითებს ჰიპერკალცემიაზე.

ერთ-ერთი მთავარი ორგანო, რომელზეც გავლენას ახდენს კალციუმის მაღალი დონე, არის გული. კორონარული არტერიული დაავადება ვითარდება, როდესაც ხდება იმ არტერიების ბლოკირება, რომლებიც სისხლს აწვდიან გულს. უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ათეროსკლეროზი – ცხიმოვანი დეპოზიტები არტერიების კედლებზე. თუ არ ხართ მგრძნობიარე რძის პროდუქტების მიმართ, დიეტური კალციუმის კარგი წყაროა ორგანული ბერძნული იოგურტი. 

მიიღეთ წყალი – დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპერკალცემია.

მულტივიტამინების, დანამატების, ანტაციდებისა და დიდი რაოდენობით კალციუმით მდიდარი საკვების მოხმარება სწრაფად და მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის დონეს. რამდენადაც მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ იღებთ საკმარის კალციუმს, ასევე მნიშვნელოვანია მისი დაკარგვის თავიდან აცილება. კალციუმის დონის შესანარჩუნებლად: მოერიდეთ ნატრიუმის ჭარბ მიღებას, მოერიდეთ მოწევას, შეამცირეთ კოფეინის და სხვა მასტიმულირებელი სასმელების მიღება. დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარის D ვიტამინს. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა იცოდეს ნებისმიერი სხვა დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ. მაგალითად, D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში, მაგრამ კალციუმის ჭარბი ათვისება საშიშია. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ D ვიტამინის დონე კალციუმის დანამატის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია რეგულარული შემოწმების დანიშვნა. ექიმების უმეტესობა ამოწმებს კალციუმის და D ვიტამინის დონეს სისხლის ანალიზის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები