LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიტლერის ფანქარს აუქციონზე 80 ათას ფუნტად გაყიდიან

123
534545

ფანქარი, რომელიც ადოლფ ჰიტლერს საყვარელმა ქალმა ევა ბრაუნმა აჩუქა, აუქციონზე გაიყიდება. The Guardian-ის ინფორმაციით, ლოტის სავარაუდო ღირებულება საკმაოდ მაღალი იქნება.

მოვერცხლილი ფანქარი, რომელსაც წარწერა „ევა“ და ინიციალები „AH” ამშვენებს, ბელფასტში, ივნისში გაიყიდება. სავარაუდო ღირებულებად 50-80 ათას ფუნტ სტერლინგს ასახელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ფანქარი ევამ ჰიტლერს 1941 წლის 20 აპრილს, 52 წლის იუბილეზე აჩუქა.

ეს ლოტი აუქციონზე უკვე მეორედ გამოაქვთ, აქამდე 2002 წელს ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ ისეთი ნივთების გაყიდვა, რომელიც წარსულში დიქტატორს და დამნაშავეს ეკუთვნოდა, ბევრ ადამიანში კითხვებს აჩენს. ამაზე აუქციონის ორგანიზატორებს ასეთი პასუხი აქვთ – მსგავსი ლოტები მსოფლიო ისტორიის ნაწილია და ისინი ისე უნდა განვიხილოთ როგორც გარკვეული არტეფაქტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები